19 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სახალხო დამცველს ელოდებიან

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 14:00 საათისთვის სახალხო დამცველი მივა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელსაც ადგილზე ავრცელებენ, ელოდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებენ. ისინი მოქალაქეებს ადგილზე მისვლისკენ და განვითარებული მოვლენების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები