"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირსა და აშშ-ს, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ნიკა მელიას საქმის მოსამართლეებისა და ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს.
შალვა ნათელაშვილი ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას.
"ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, რომ საბჭოთა არმიის დაბადების დღის ზეიმზე რაც მოსკოვში ტარდება, ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული პარტიის ლიდერი იქნებოდა დაპატირმებული და ეს ოფისი იქნებოდა შტურმით აღებული.
ეს არ იყო ქართული პოლიცია, ეს იყო "როს გვარდია!". ეს იყო წარმოუდგენელი, დღეს ჩვენ დავინახეთ უფრო მწვავედ და უფრო რეალურად რა უბედურება ტრიალებს ქვეყნის თავზე. მე ვითხოვ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც არის გამომწყვდეული იმის გამო, რომ ხმა აიმაღლა და მოითხოვა ოკუპანტების გასვლა საქართველოდან.
მოვითხოვ ევროკავშირიდან, აშშ-დან სასწრაფო სანქციები დაეკისროთ ამათ, შს-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მოსამართლეებს, კობახიძეებს, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს ვინც მამულზე წინ დააყენა თავიანთი ბინძური მანდატები.
მე მოვუწოდებ მთელს საქართველოს, ყველანი ფეხზე ყველანი გარეთ! სანამ არ დავამთავრებთ ამ ამაზრზენ ანტიეროვნულ რეჟიმს,"- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.