ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, ქვეყანაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
მისი განცხადებით, საქართველოში მომხდარი მოვლენები შემაშფოთებელია. რასმუსენი ამბობს, რომ მხარს უჭერს მათ, ვინც იცავს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას საქართველოში.
"ის რაც დღეს მოხდა საქართველოში, ძალიან შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც იცავს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას საქართველოში."