"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს, მათგან ორი კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ერთმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებიდან დღის განმავლობაში გაეწერება.