"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე საპროტესტო მსვლელობა დაანონსა. დეკანოიძის თქმით, მსვლელობა 26 თებერვალს გაიმართება.
"ნიკა მოგიწოდებთ, რომ 26 თებერვალს, სამ საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას გავრილოვების წინააღმდეგ და რაც მთავარია, ეს იქნება მსვლელობა, რომელიც იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის. ძალიან, ძალიან დიდი სიმბოლური წელია და სიმბოლურია, რომ ბოლშევიკები კვლავ მოვიდნენ ჩვენი სამშობლოს სათავეში," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.