02 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
ნიკა ძალიან ბედნიერია იმით, რომ აბსოლუტურად მშვიდად და ძალადობის გარეშე დახვდნენ სპეცრაზმს მხარდამჭერები - ადვოკატი

ნიკა მელია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაშია.

დაკავების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში. დაკავებულს უკვე შეხვდნენ ადვოკატები.

"იგი არის ძალიან ბედნიერი იმით, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა ოფისში, აბსოლუტურად მშვიდად და ძალადობის გარეშე დახვდა სპეცრაზმს, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანებმა დაზიანებები არ მიიღეს. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ. როდესაც დაიწყება საქმის განხილვა, თავიდან ბოლომდე ნათელს მოვფენთ, რომ ეს საქმე არის შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული,"- განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა



დღის ამბები