17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
პარლამენტის წინ შეკრებილებმა გზა გადაკეტეს

პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა, რომლის დასაპატიმრებლად სპეცოპერაცია დღეს დილით  ენმ-ს ოფისში ჩატარდა.

სპეცრაზმმა ნიკა მელიას მხარდამჭერების დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს, მათგან ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

დღის ამბები