"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.
ბოკერიას თქმით, ვითარების განსამუხტად ასევე აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან პოლიტდევნის შეწყვეტა.
პოლიტპარიმრების - მელიას, 8 მარტიდან ჩატოვებული რურუას, სხვა საქმეების შეწყვეტასთან ერთად, ვადამდელი არჩევნებია საკვანძო საკითხი. ჩვენ პირველად მოვისმინეთ ბრიუსელიდან განცხადებები ორი დიდი პოლიტიკური ოჯახის პირდაპირი მოწოდება, რომ მხოლოდ ეს არის გზა ვითარების განმუხტვის პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად.
მიმაჩნია, რომ ამ კატასტროფული ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, ასევე მელიას და რურუას გათავისუფლება და პოლიტდევნის შეწყვეტაა. ყველა საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ბოლოს თვითონაც მივა ამ დასკვნამდე," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.