"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას არ შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში, ვიდრე განაჩენი არ დადგება.
"პროცესის მიმდინარეობის დროს, აღკვეთის ღონისძიების დამძიმების ან შემსუბუქების საჩივარი შეიძლება გასაჩივრდეს ბოლო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, ანუ განაჩენთან ერთად. არ საჩივრდება უბრალოდ სააპელაციოში ასეთი გადაწყვეტილებები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას.