17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
დასავლეთი ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულია - საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეზე საუბრობენ

ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიები, აშშ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ეუთო - ყველა შეშფოთებულია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დასავლეთისთვის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაა.

საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი იმედს იტოვებს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, ნაწილი პასუხიმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს. იყო ერთი მინიშნება სანქციების დაწესებაზეც კი, ბევრი ამბობს, რომ ამით ქართველი ხალხი ზარალდება.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ნიშანდობლივი და მრავლისმეტყველი საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის განცხადებაა, რომელმაც დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პირველმა გაავრცელა მიმართვა. "დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე"- ეს არის ვაშინგტონის მკვეთრი მინიშნება.

დღის ამბები