ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ფასილიტატორი ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს.
"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ელჩების პოზიციას გამოხატავს ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც მათი ქვეყნებიდან ისმის.
"ელჩების პოზიციას გამოხატავს ხოლმე ის საჯარო პოზიცია, რაც მათი დედაქალაქებიდან ისმის და რაც მათ განცხადებებშია. ჩვენ ვნახეთ ეს განცხადებები. ყველა, ვინც ქართველი ხალხის სწრაფვას სრული ლიბერალური დემოკრატიისკენ, თავისუფალი სამყაროში დაბრუნებისკენ, პუტინის რუსეთის აგრესიისგან დაცვას მხარს უჭერს, ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია, ზოგმა მკვეთრი ფორმით, ზოგმა ნაკლებად, მაგრამ შინაარსობრივად ყველა არის არა უბრალოდ შეშფოთებული, არამედ ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, როგორ შეუშალონ ხელი ჩვენი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს და, აქედან გამომდინარე, თავისუფალი სამყაროს ინტერესებისთვის საშიშ რეჟიმს. ეს დისკუსია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.