ევროკომისიის სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში პიტერ სტანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ევროკავშირის სახელით საქართველოს პოლიტიკური სპექტრს მოუწოდებს, რომ ყველა მხარემ შეიკავოს თავი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვისგან.
"საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდები, ვხედავთ, რომ ბატონი მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს შეიკავონ თავი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვისგან. მოვუწოდებთ მათ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა. ეს მათი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში შედის. დემოკრატიის აუცილებელი პირობაა სტაბილურობა და საპარლამენტო მუშაობა. მთავრობა ვალდებულია გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს,"- აცხადებს პიტერ სტანო.