დღეს საკოორდინაციო საბჭო ახალი ხელმძღვანელით პირველად შეიკრიბა. უკვე ერთ საათზე მეტია სამუშაო შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაწესებული რეგულაციების მოხსნას განიხილავენ. სავარაუდოდ, საუბარი ასევე შეეხება რესტორნების შიდა სივრცის ფუნქციის აღდგენას, მათ შორის ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე შესაძლოა ე.წ. კომენდანტის საათის შემცირება/მოხსნის საკითხიც განიხილონ.