პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან. ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომელების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.
პრემიერის ცნობით, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური-პრაქტიკული-ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან.
"სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.