სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით, 8 მარტიდან მუშაობას განაახლებენ
24-02-2021 14:33
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან.- ამის შესახებ პრემიერმა სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.