19 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. 

შეზღუდვების ეტაპობრივი მოსხნის გეგმის ფარგლებში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან - 25 თებერვლიდან. 

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა - გაგრილების სისტემის ჩართვა. 

დღის ამბები