19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
პირობას ვდებთ, რომ მომხმარებელს საკმაოდ უსაფრთხო გარემოს შევთავაზებთ - "ოქტოპუსის" დამფუძნებელი

ფინტეს კლუბის "ოქტოპუსი" დამფუძნებელი გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ რეგულაციების დაცვით მომხმარებელს უსაფრთხო გარემოს შესთავაზებენ.

ასათიანის თქმით, დამატებით იგეგმება შეხვედრა შრომის ინსპექციასთან, სადაც განიხილება, თუ რა დამატებითი ტიპის რეგულაციები შეიძლება იქნეს შემუშავებული ფიტნეს-კლუბებისათვის.

"ჩვენ ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, პირობას ვდებთ, რომ საკმაოდ უსაფრთხო გარემოს შევთავაზებთ ჩვენს მომხარებელს ყველა რეგულაციების დაცვით. ამასთანავე, ყველა დამეთანხმება, რომ დღესდღეისობით, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება და ვარჯიში. აქედან გამომდინარე, ველოდებით ყველას ჩვენს ფილიალებში.

ნარჩუნდება იმავე ტიპის რეგულაციები, რა რეგულაციებიც ფუნქციონირებდა ზაფხულის პერიოდში, თუმცა იგეგმება კიდევ დამატებითი შეხვედრა შრომის ინსპექციასთან, სადაც განიხილება, თუ რა დამატებითი ტიპის რეგულაციები შეიძლება იქნეს შემუშავებული ფიტნეს-კლუბებისათვის," -  აღნიშნა ფინტეს კლუბის "ოქტოპუსის" დამფუძნებელმა გიორგი ასათიანმა.

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა საკოორდინაიცო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

დღის ამბები