19 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
გერმანიასა და ბელგიაში თუნუქის ქილებში მოთავსებული 23 ტონა კოკაინი ამოიღეს

გერმანიასა და ბელგიაში 23 ტონა კოკაინი ამოიღეს. რაც ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობაა. 16 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება ჰამბურგის პორტში, ხოლო 7 ტონა კოკაინი ანტვერპენის პორტში აღმოჩენილი.

ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება შავ ბაზარზე 730 მილიონ დოლარს შეადგენს.
საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულია ნიდერლანდების 28 წლის მოქალაქე, რომელიც ჰამბურგისა და ანტვერპენის პორტების ნარკოგადაზიდვებში ფიგურირებს.

ჰამბურგის პოლიციის ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერება ქვეყანაში სატვირთო კონტეინერებით პარაგვაიდან შევიდა. კოკაინი თუნუქის ქილებში იყო მოთავსებული.

დღის ამბები