17 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
100 წლის შემდეგ, დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია - ხელისუფლებამ იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას კოჯორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. 

"100 წლის შემდეგ, დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს, ბრძოლას თავისუფლებისთვის მივიყვანთ ბოლომდე, მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო გამთლიანდება, დევნილები დაბრუნდებიან სახლებში და ჩვენ აღვადგენთ ხიდებს, რომელიც სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ დაანგრია და საზოგადოება დღეს ხელოვნურად არის მავთულხლართებით გაყოფილი. ეს მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაინგრევა, როგორც თავის დროზე დაინგრა ბერლინის კედელი და ბევრი სხვა ბარიერი, რომელიც იყო პროგრესის და ჰუმანიზმის წინააღმდეგ,“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.

დღის ამბები