დღეიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები იხსნება. რეგულაციების შემსუბუქების ფარგლებში პირველ ეტაპზე კურორტების გახსნა სწორედ სასტუმროებს უკავშირდება, რის შემდეგაც უკვე 8 მარტიდან ასევე გაიხსნება საბაგიროებიც.
გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. სასტუმროების მეპატრონეების განცხადებით, კურორტებზე არავინ არის და საბაგიროების გახსნა აუცილებელია.