ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან დღეს, 2021 წლის 25 თებერვალს, 100 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღს ეძღვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა, რომელიც ეროვნული არქივის ვებგვერდზე გაიხსნა: https://archive.gov.ge/ge/2021-1/sakartvelos-okupatsiis-100-tslistavi-2.
ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
"გამოფენაზე "საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი" წარმოდგენილია ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინათ საქართველოში მომხდარ სამწუხარომოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის. მათ შორისაა რუკა, რომელზეცნაჩვენებია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის მარშრუტი, მთავრობისხელმძღვანელთა მოწოდებები და წერილობითი დოკუმენტები, ომის მიმდინარეობისამსახველი საგაზეთო პუბლიკაციები, ფოტოები და სხვა. საგამოფენო ექსპონატები ნათლად ასახავენ საქართველოს თავგანწირულად ბრძოლასა და 6-კვირიან საომარ მოქმედებებსთავისუფლების შენარჩუნებისთვის.
გამოფენის ექსპონატების ერთი ნაწილით შექმნილია მულტიმედიური გვერდი, დასათვალიერებლად ესტუმრეთბმულს: https://archive.gov.ge/ge/okupaviis-100-tseli-1
ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველიდოკუმენტები საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ჩატარდა, გამოიცა წიგნები, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი და მულტიმედია გვერდი, გაიმართა გამოფენები მატერიალურ და ციფრულ ფორმატში. ამმრავალფეროვანი რესურსების გაცნობა არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი www.archive.gov.ge" - ნათქვამი ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.