19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მოხდა.

"ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს," - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული.

 

დღის ამბები