26 აპრილი 2024,   19:55
ვრცლად
დეპუტატ გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა  

დეპუტატ გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"მეგობრებო, ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კოვიდ ინფექცია. მალე დაგიბრუნდებით. აქვე მინდა საზოგადოების თითოეულ წევრს მოგიწოდოთ, მკაცრად დაიცვათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები, ყველგან ატაროთ პირბადე. 
როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს ვისგან გადამედო). გუშინდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, იყო ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს გივი მიქანაძე. 

​ 

დღის ამბები