სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი პრემიერისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვს.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფაშინიანის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ და უპასუხისმგებლო ნაბიჯად აფასებს, რადგან მათი თქმით, დაუსაბუთებელია მიზეზი, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე, თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის გათავისუფლების შესახებ.
"სომხეთის გენერალური შტაბი პროტესტს გამოთქვამს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სამხედროებს მიაჩნიათ, რომ ტირან ხაჩატრიანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს სომხეთის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ პირადი ამბიციების საფუძველზე. ასეთ რთულ პირობებში მსგავსი გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია.
დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალები მოთმინებით იტანდა ამჟამინდელი ხელისუფლების შეტევებს არმიის წინააღდმეგ, მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს. ხელისუფლების შეცდომებმა ქვეყანა მიიყვანა სიკვდილის პირას.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიარაღებული ძალები მოითხოვს სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას. ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება," - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენშტაბის განცხადებას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა და ის სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებისათვის საჯარო მიმართვას გეგმავს.