უმრავლესობის სხდომის პარალელურად, "ქართული ოცნების" ოფისთან გუშინ შეძახილებითა და ბანერებით სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.
მათი პროტესტის მიზეზი ნიკა მელიას დაკავება იყო - ისინი ხელისუფლებისგან ასევე ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. აქტივისტების განცხადებით, აქციები გაგრძელდება და მწვავე ფორმას მიიღებს.