02 სექტემბერი 2026,   14:26
ვრცლად
ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. მათ შორის არის იმერეთი.

ქუთაისიდან დედაქალაქში ჩამოსვლას ავტოკოლონით, 400-მდე ადამიანი აპირებს. ისინი პარლამენტთან დაგეგმილ პროტესტს შეუერთდებიან.

პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს.

დღის ამბები