ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს არასრულწლოვანი ბიჭი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნინიგორში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ქუჩაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მიმავალი ტრანსპორტი ვერ შენიშნა და მას მიკროავტობუსი შეეჯახა.
არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებებით ლაგოდეხის კლინიკა "არქიმედეში" მოათავსეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.