ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციის პარალელურად დღეს "ნაციონალური მოძრაობი" თავმჯდომარე ადვოკატებმა სასჯელაღსრულების ნომერ 12-ე დაწესებულებაში მოინახულეს.
ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის.
"ნიკამ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრიფინგი მისთვის იყო სასაცილო. შანსი არის ნული იმის, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს. ეს არ ყოფილა მოულოდნელი, ეს იყო დადგმული ტრიუკი უცხოელების შეცდომაში შესაყვანად. რაც შეეხება ნიკას, ის არის მხნედ და არის ამაყი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მყოფმა პირებმა პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწიეს,"-აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადების მიხედვით თუ ნიკა მელია გირაოს თანხას გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და მოითხოვს ნიკა მელიას გათავისუფლებას.