19 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
განმეორებითი PCR პოზიტიური პაციენტების რაოდენობა მცირე არ არის - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მსოფლიოში რეინფიცირების რაოდენობა არც ისე ცოტაა. აქვე, ის რეინფიცირებისა და რეაქტივაციის შემთხვევებზე საუბრობს და იმ გზებზე, როგორ უნდა მოხდეს მათი დადგენა. 

"ზოგადად, კვლავ განმეორებითი PCR პოზიტიური პაციენტების რაოდენობა მთლად მცირე არ არის. დაახლოებით 0.1%-ია მთლიანად დაავადებული ადამიანების, უხეშად ასე ითვლიან. მარგამ, სამწუხაროდ, სტანდარტი რომ ვთქვათ ეს არის რეინფიცირება თუ რეაქტივაცია, ამისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ პირველი ინფექციიდან მეორემდე გასული უნდა იყოს მონიმუმ 3 თვიანი პერიოდი და აუცილებლად, ორივე შემთხვევაში გენომური სექვენირების გზით დადგენილი უნდა იყოს რომ ეს არის განსხვავებული ვარიანტები და არა ერთი და იგივე ვირუსი.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალმა "ნეიჩერმა“ გამოაქვეყნა პაციენტის ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. პაციენტი კვლავ ავად გახდა, პოზიტიური პასუხი ჰქონდა PCR-ის, 144 დღის შემდგომ პირველი დაავდებიდან და გენომური სექვენირებით აღმოჩნდა, რომ ორივე იყო ერთი და იგივე ვირუსი. მის ორგანიზმში პერსისტირდა ინფექცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ იყო რეინფიცირება, 144 დღე ეძინა ვირუსს მის ორგანიზმში,“ - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.  

 

დღის ამბები