17 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ნიკა მელიას სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა შეუძლია

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ნიკა მელიას სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"27 თებერვალს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ ნიკანორ მელიაზე საუბრისას ითქვა, რომ მას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში ბრალდებულს სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს. მას ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, სანამ დაუმზადდებოდა საბანკო ბარათი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდან არის დარეკვა შესაძლებელი. ბრალდებულს ბარათი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გადაეცა, რის შემდეგ უკვე შეუძლია სატელეფონო ზარის განხორციელება, თუმცა ამ დრომდე მას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს მოთხოვნით, რომ სატელეფონო ზარი განეხორციელებინა", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები