გლდანის მე-4 მიკრორაიონში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაჭრილია ერთი ადამიანი.
ისმოდა სროლის ხმაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებასა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.