დედამიწის მოსახლეობის ნაწილი წუხელ იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდა. ათასობით მოყვარული სხვადასხვა ქვეყანაში, უკიდურეს სიცივეში ერთმანეთს ეჯიბრებოდა "სუპერ სისხლისფერი მთვარის" საუკეთესო კადრების გადასაღებად.
ეს უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწასთან ჩვეულებრივზე ოდნავ ახლოს არის და ჩანს უფრო დიდი და კაშკაშა. ამ ფენომენს სუპერმთვარეს უწოდებენ.