შარლ მიშელის ჩამოსვლას ელოდებიან მმართველ გუნდში, ისინი ამბობენ, რომ ვიზიტმა გარკვეული ძვრები უნდა შეიტანოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმპულსი პოლიტიკური მოვლენებისთვის.
"ევროკავშირმა რამდენიმეჯერ, მათ შორის, თავის ბოლო მიმართვაშიც ნათლად ასახა ის, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს ყველა ის პარტია, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს ის ხმა, რაც მიიღეს. მიმაჩნია, რომ მიშელის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ პოლიტიკურად ნორმალურ ფაზაში გადავიდეს ის მდგომარეობა, რაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ქმედების გამოა შექმნილი,"- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა.