ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე საუბრობს, რომელიც საპატრიარქოს ხშირად აკრიტიკებს. მღვდელმთავრის თქმით, დეკანოზს საპატრიარქოსთან დაპირისპირება სურს, რათა ჩაგვრის მოტივით სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს.
"უცხოეთში რომ არის მამა ილია, ჩვენზე ძალიან თავისუფლად საუბრობს ხოლმე და გამოვიდეს, თქვას, შეტანილი აქვს იმას, რომ იქაური მოქალაქეობა, ან ქვეშევრდომობა მიიღოს - ბრიტანეთშია ახლა. ჩვენთან იმიტომ უნდა დაპირისპირება ბევრ რამეზე,რომ რაღაც ვუთხრათ, იქაურ სახალხო დამცველთან აქვს ურთიერთობები, რამე ვუთხრათ, დავსაჯოთ და გაიქცეს იქით, მჩაგრავენო.
ვეუბნებით, ჩამოიყვანოს, იქნებ სამართლიანი ბრალი აქვს ჩვენდამი და გვითხრას," - აცხადებს ბოდბელი იაკობი.