საგამოძიებო კომისია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები უნდა შეისწავლოს პირველ სხდომას ხუთშაბათს გამართავს. 4-კაციანი კომისია დანიშნავს თავმჯდომარეს, აირჩევს მდივანს და დაამტკიცებს დებულებას.
კომისიას, რომელსაც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ, 3-თვიანი ვადა აქვს. ჯგუფს გაემიჯნა "მოქალაქეების" ორი წევრიც.
კომისიაში ჩაერთვებიან არასამთავრობოები, ორგანიზაციები დეპუტატებს დარღვევების შესახებ მათ ხელთ არსებულ მასალებს მიაწოდებენ.
საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის კვოტას, "ევროპელი სოციალისტები", დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შეავსებენ. "ქართული ოცნების" ინტერესებს საპარლამენტო კომისიაში დეპუტატები, გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური დაიცავენ.