19 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
ჩოხატაურის მერიის წინ სოფელ სურების მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ სოფელ სურების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სურებელები სოფელში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი ინფორმაციით, ზემო სურებში "ბარამიძე ჰესის" პროექტის ონლაინ განხილვა უნდა მოხდეს. ისინი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საფრთხეს შეუქმნის სოფლის ეკოსისტემას და ნეგატიურად იმოქმედებს სოფლის ტურისტულ პოტენციალზე.

სურებელები ამბობენ, რომ კომპანია "სუფსა ენერჯისთვის" აქაური მიწების 49 წლის იჯარით გადაცემას და ნამახვანის პროცესების გამეორებას აანონსებენ. სურებელები მხარდაჭერისკენ მთელ საქართველოს მოუწოდებენ.

დღის ამბები