საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა ამერიკის თავდაცვის მდივნის საქართველოს მიმართ მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.
ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე, როგორც თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა, დაეხმაროს საქართველოს რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.
ამ საკითხზე თავდაცვის მდივანსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე და ლოიდ ოსტინის ტვიტერზეც განთავსდა.
ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ირაკლი ჭიჭინაძემ განმარტა, რომ საუბრის დროს მთავარი საკითხი იყო რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და აშშ-ის მხარდაჭერა.