19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ორი დიაკვანისგან, რომელთაც დღეს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, საჯარო მონანიებას ითხოვს

ჭყონდიდის ეპარქიაში დიაკვნები - პეტრე ღუდუშაური და კონსტანტინე გაბისონია მღვდელმსახურებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დღეს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მიიღო.

მეუფეს განმარტებით, მან ორივე დიაკვანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ. მიტროპოლიტის თქმით, დიაკვნები მას არ დაემორჩილნენ.

მეუფე სტეფანე მათგან საჯარო მონანიებას ითხოვს.

"დიაკვნებმა დამიწყეს ურჩობა. იმ ორმა დიაკვანმა - გაბისონიამ და ღუდუშაურმა. მათ შეუწყდათ და აკრძალული აქვთ მსახურება. ეკლესიაში შეუძლიათ დაესწრონ მსახურებას, შეუძლიათ ეზიარონ, თუ თვითონ მზად იქნებიან ზიარებისთვის, თუ არ ეშინიათ, რომ დაწვავს უფალი ასეთ მდგომარეობაში მყოფს, მაგრამ მე არ ვუკრძალავ, იმიტომ, რომ ორი სასჯელის დადება არ არის სწორი. 

სანამ არ მოინანიებენ საჯაროდ და სანამ არ დადებენ ღვთის წინაშე აღთქმას, რომ მეორედ ასეთ რამეს არ გაიმეორებენ," - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

დღის ამბები