დოჰაში მიმდინარე 250 ქულიანი საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა წარუმატებელი სერიის შემდეგ ბოლო ორი შეხვედრა სასურველი შედეგით, გამარჯვებით დაასრულა.
ბასილაშვილი და ფედერერი ბოლოს ერთმანეთს 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში დაუპირისპირდნენ, 5 წლის წინ გამარჯვება შვეიცარიელმა მოიპოვა.
მატჩი დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.