კახეთში ვაქცინაცია დაიწყო - პირველი ვაქცინა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა გაიკეთა.
მისი თქმით, ის მაგალითს აძლევს სხვა მედიკოსებს, რომ პანდემია დროულად დამარცხდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ნელი ხიზანიშვილის შემდეგ იმუნიზაციის პროცესში სხვა მედიკოსები ჩაერთნენ.
რეგიონში 13 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 900 დოზა ჩამოიტანეს, რაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრებში გადანაწილდა. ვაქცინაცია 17 მარტიდან გაგრძელდება.