უნგრეთის დედაქალაქში გამართული ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სანდრო ბაზაძემ, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია უკვე ჰქონდა, მსოფლიოს რეიტინგში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
ბუდაპეშტში შეჯიბრება გუნდურ ჩათვლაშიც ჩატარდა, ვაჟებშიც და გოგონებშიც საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მე-11 ადგილზე გავიდნენ.