02 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
"ლეიბორისტული" პარტია და მოძრაობა "სოლიდარობა" კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ

"ლეიბორისტულმა" პარტიამ და მოძრაობა "სოლიდარობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი კომენდანტის საათის გაუქმებას და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციების გაცემის წესს ასაჩივრებენ.

მოსარჩელე მხარე ფიქრობს, რომ 21 საათიდან პირთა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურია, ეს შეზღუდვა არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას და ის პოლიტიკურია.

მოსარჩელე მხარეს ასევე მიაჩნია, რომ დასაქმებულებზე და თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის ოდენობა არ უნდა განსხვავდებოდეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ამდენად ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული.

დღის ამბები