საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. ტყემალაძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე ტყემალაძემ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 42 ხმა მოიპოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე სოსო ტყემალაძის რეგისტრაცია შეაჩერა თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა