19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ტემპერატურა, სისუსტე და თავის ტკვილი - ვაქცინირებული ფარმაცევტი განმარტავს, რა სიმპტომები ჰქონდა აცრის შემდეგ

ფარმაცევტმა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმმა თეონა ბიჭაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აცრის შემდგომი ჩვენებების შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინა იქნებოდა, რასაც გავიკეთებდი. ქვეყანაში თუ შემოვიდოდა, ვიცოდი, რომ ავტორიზებული იქნებოდა და პირველივე დღეს დავრეგისტრირდი. მივედი ვაქცინაციაზე და 6 საათში მქონდა ტემპერატურა, მქონდა თავის ტკივილი, სისუსტე და 2-3 დღეში ფაქტობრივად გამიარა ყველაფერმა. 

ექიმები ასეთ დროს, გაძლევენ გარკვეულ რეკომენდაციებს და შეგიძლია, ოჯახის ექიმსაც მიმართო. ყველაფერს გეუბნებიან, როგორი შედეგები მოჰყვება, მსუბუქიც და მძიმეც. მე როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, ვიცოდი, რომ პარაცეტამოლის მიღება შემეძლო. ძირითადად, ამით შემოიფარგლა ჩემი პოსტვაქცინური პერიოდი,"- აღნიშნა თეონა ბიჭაშვილმა.

დღის ამბები