03 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
ქალს, რომელმაც არასრულწლოვნები დააჩოქა, სასამართლომ გირაო შეუფარდა

არასრწულოვნების დასჯის ამსახველ ვიდეოში მონაწილე ქალს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღინისძიებად 4000 ლარიანი გირაო შეფარდა.

პროცესზე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყოს წარმოდგენილი.

თავდაპირველად სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

საქმე ეხება 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილ კონფლიქტს, რა დროსაც, მე-6 კლასის მოსწავლეებმა თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

გამოძიების ცნობით, ბავშვის ბებიამ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.

ბებიის წინააღმდეგ წინააღმდეგ გამოძიება 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება.

დღის ამბები