ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს, 88 წლის ასაკში გარდაცვლილ დათა პაპას დღეს დაკრძალავენ. ოკუპანტის აგრესიული პოლიტიკის გამო, ადამიანები ამ დღეების განმავლობაში ჭირისუფალთან მისვლას ვერ ახერხებდნენ. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, მან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე მისულ ნათესავებს და ოჯახის წევრებს შეფერხების გარეშე გაატარებენ.
დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა.
უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში, ებრძოდა.