სასამართლოს რეფორმის კუთხით სენატში გაკეთებულ განცხადებებს ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმისთვის საზოგადოებას 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს
ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ამერიკელი დიპლომატების მოსაზრებები მიუთითებს, რომ საქართველოს სასამართლოს განახლება სჭირდება.
"განცხადებები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაკეთდა, სასამართლოსთან მიმართებაში, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. ის რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა არ იყო შედეგიანი. მე ვთავაზობ საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ფუნდამენტური მნიშვნელობის 5 საკითხს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლოს რეფორმა დაიწყოს და პირველი რიგის საკითხები გადაიჭრას," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.