ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ცნობადი სახეებიც ჩართონ.
მისივე თქმით, უკვე 100-მდე ადამიანმა გამოხატა ინტერესი ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად.
"ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ამ შემთხვევაში მაგალითის ძალა არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ცნობადი სახეების ჩართულობა, უკვე 100-მდე ადამიანი გამოგვეხმაურა და გამოხატა ინტერესი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. შესაბამისად, დაიგეგმება ამ ტიპის საპრომოციო აცრები ისე, რომ ცნობადი სახეების ვაქცინაცია საჯაროდ მოხდეს,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.