03 მაისი 2024,   20:47
ვრცლად
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი დღეიდან წელიწადში მილიონ 200 ათას მგზავრს მოემსახურება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი დღეიდან წელიწადში მილიონ 200 ათას მგზავრს მოემსახურება. გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე – გაფრენის მხარეს, ბარგის დამუშავების ზონა, გაიზარდა სარეგისტრაციო დახლები.

ახალი ტერმინალის გახსნას პრემიერ-მინისტრი, TAV Georgia-ს პრეზიდენტი, დიპლომატები და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

TAV ჰოლდინგის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაბი გამხდარიყო. 

ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა, რომ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ამაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც. ნათია თურნავა ამბობს, რომ ვაქცინაციის და მკაცრი პროტოკოლის ფონზე ქვეყანა ტურისტებს ელოდება.

დღესვე ბათუმის აეროპორტში ისრაელის ავიახაზებმა პირველი რეისი შეასრულდა, რომელსაც ვაქცინირებული ტურისტები ჩამოყვნენ.

აეროპორტის შემდეგ პრემიერმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, "ალიანს ცენტროპოლისის" მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

რეგიონში პირველად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მრავალსართულიანი კომპლექსი ზღვის პირას შენდება. 

დღის ამბები