დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის 1000-ქულიან ტურნირში ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 22 წლის შვედი მიკაელ იმერი იქნება.
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 38-ე ნომერია, მისი მეტოქე კი 95-ე პოზიციას იკავებს.
მაიამიში შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.